ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ACCA-ის აკრედიტაციისთვის ემზადება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ACCA-ის აკრედიტაციის მოსაპოვებლად მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფინანსური მიმართულების ყველა სტუდენტისთვის ACCA-ის ევროპის განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ელენა ნაუმენკომ მასტერკლასი გამართა.

ელენა ნაუმენკოს განმარტებით, ACCA კვალიფიკაციის მქონე ფინანსისტები ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები არიან და მათი კარიერა ძალიან სწრაფად ვითარდება.

”დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რომ მათ განათლების მიღების საწყის ეტაპზევე მიიღონ საჭირო ინფორმაცია ACCA- ის შესახებ. ეს არის აუდიტის, ბუღალტერიისა და ფინანსების უმაღლესი კვალიფიკაცია. ACCA- ის წევრები სწრაფად და მაღალ პოზიციებზე საქმდებიან. სწრაფად იზრდება მათი ანაზღაურებაც. თუმცა კვალიფიკაციის მიღება ადვილი ნამდვილად არაა. ამისთვის საჭიროა 13 გამოცდისა და ეთიკის კოდექსის ჩაბარება ისევე, როგორც 36 თვიანი გამოცდილება. აღნიშნული პროცესის გავალა მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, თუ ეს სასწავლო დაწესებულება ჩვენს აკრედიტაციას მიიღებს,” - განმარტავს ACCA- ის ევროპის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ელენა ნაუმენკო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა აკრედიტაციის მისაღებად მუშაობა უკვე დაიწყო. უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განმარტებით აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ რთულია და უამრავი სტანდარტის დაკმაყოფილებას მოითხოვს.

”აკრედიტაციის შემდეგ ჩვენი სტუდნეტბეი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ისწვალიან. მათ მსოფლიოს უდიდეს კორპორაციებში გზა გაეხსნებათ და მაღალ პოზიციებზე დასაქმება ძალიან გაუმარტივდებათ. გამარტივებულად შეძლებენ ACCA კვალიფიკაციის მიღებასაც. ჩვენს კურსდამთავრებულებს 13-ის ნაცვლად უფრო ნაკლები გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აკრედიტაციის პორცესში კი გვეხმარება BDO, რომელიც ACCA-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში,” - განმარტავს ნინო ენუქიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა