ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი- მსოფლიოში ყველაზე მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტი თურქეთშია

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით 262 ჟურნალისტი დააპატიმრეს, რაც ახალი რეკორდია 2016 წლის ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ. აღნიშნულ სტატიას „ბიბისი“ აქვეყნებს. გასულ წელს, პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული იყო 259 ჟურნალისტი.

CPJ-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეორე წელია დაპატიმრებული ჟურნალისტების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, თურქეთზე, ჩინეთსა და ეგვიპტეზე მოდის. აღნიშნულ ქვეყნებში ციხეში სულ 134 ჟურნალისტი აღმოჩნდა, მათგან 73 კი თურქეთში.

ელენა ბეისერის მიერ ხელმოწერილი ანგარიშის თანახმად, მეორე წელია ზედიზედ თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული.

″თურქეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრესაზე ზეწოლა გაიზარდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზოგიერთ ჟურნალისტს ბრალად დასდეს, რომ აპლიკაცია Bylock-ს იყენებდნენ და სავარაუდოდ, გიულენის ინსტიტუტებს შორის მოხსენიებულ ბანკებში ანგარიშები ჰქონდათ″, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დაპატიმრებული ჟურნალისტების სამ-მეოთხედს ბრალად წაუყენეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, საკმაოდ ფართო და ბუნდოვანი ანტიტერორისტული კანონების საფუძველზე. ამასთან, 35 ჟურნალისტი დააპატიმრეს ბრალის წარდგენის გარეშე.

CPJ-ის შეფასებით, მსგავსი კანონებით, კრიტიკული ჟურნალისტიკის ჩახშობას ცდილობენ. ანგარიშში ასევე, საერთშორისო თანამეგობრობას გლობალური პრობლემის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის არ ქონის გამო აკრიტიკებენ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ″არასწორი ახალი ამბების″ გავრცელების ბრალდებით დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ 21-ს მიაღწია, რითაც რეკორდი დამყარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა ზეწოლა არ მოახდინა თურქეთის და ჩინეთის ლიდერების ავტორიტარულ ქმედებებზე.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-dunya-42338426

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს