ახმეტის რაიონისა და პანკისის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-კვლევები ჩაუტარდება

16 დეკემბერს ახმეტის რაიონისა და პანკისის ხეობის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს უფასო სამედიცინო-კვლევები ჩაუტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კვლევები ადგილობრივებს ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის", პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის, ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზებით ჩაუტარდებათ.

სამედიცინო-პრევენციული კვლევები ლაბორატორიულ, ინსტრუმენტულ, დიაგნოსტიკურ კვლევებს მოიცავს. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ისრაელ -საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი", „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მაღალკვალიფიციური ექიმები. მოსახლეობას ასევე ჩაუტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგი.

აქციის ფარგლებში სააფთიაქო ქსელი „პსპ ფარმა“ მოსახლეობას უფასოდ გადასცემს პირველადი დანიშნულების მედიკამენტებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს