მამუკა მდინარაძე - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობა სწორი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არის წინაპირობა სწორი გადაწყვეტილების მიღების.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხზე საკამათოდ დარჩენილია მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი სადავო საკითხი, მათ შორის, საკამათოდ დარჩენილია მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკაკშირებით გუნდშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. ერთი რამ მინდა ვთხოვო ყველას - კამათი, დისკუსია, განსჯა არ უნდა მივიღოთ რაიმე სხვა მოცემულობად გარდა იმისა, რომ ეს არის დემოკრატიის და კანონშემოქმედების უპირობო ნიშანი. ჩვენ გვახსოვს, უკამათო გადაწყვეტილებებს რა შედეგი მოყვებოდა და ამიტომ საკითხებს, რომლებზეც იქნება დისკუსია, გაცილებით სწორი გადაწყვეტილებები მოჰყვება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის განცხადებით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები უზრუნველყოფს მაუწყებლის დამოუკიდებლობას და შეუწყობს ხელს მის განვითარებას, კონკურენტუნარიანობასა და რეიტინგულობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა