62-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბავშვი კარს დაეჯახა

შარტავას ქუჩაზე მდებარე 62-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დირექციამ განუცხადა, „უბრალოდ ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც გამორბოდა, მეორე ბავშვის მიერ მოულოდნელად გამოღებულ კარს დაეჯახა, რის შემდეგაც მან დაზიანება მიიღო“.

მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის დაზიანების შესახებ იგივე ინფორმაცია აქვთ სასწრაფო დახმარების სამსახურშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, 62-ე სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე, მე-5 კლასელებს შორის ჩხუბის შედეგად დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა