ბრიუსელის სასამართლომ კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირების შესახებ საქმე დახურა

ბრიუსელის პირველი ინსტანციის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირების შესახებ საქმე ოფიციალურად დახურა. ამის შესახებ პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარმა განაცხადა.

„სასამართლო განხილვა დასრულებულია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

დეკემბერში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პუჩდემონისა და კატალონიის მთავრობის 4 ყოფილი წევრის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერი უკან გაიწვია.

პუჩდემონმა ესპანური სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას „წაგების შიშით განპირობებული“ უწოდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა