პრემიერი - ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში

ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული შენობის გახსნაზე განაცხადა.

კვირიკაშვილმა ყველას ახალი შენობის გახსნა მიულოცა და ვეტერანებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერის თქმით, მას სურს, რომ ვეტერანები იყვნენ ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

,,გილოცავთ ახალ, ლამაზ შენობაში გადმოსვლას. ჩემთვის არის ძალიან სასიხარულო დღე, ვინაიდან ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომელთა განვლილი ცხოვრებაც ყველა ჩვენგანისთვის არის საამაყო. ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის, ხვალინდელი დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შენობაში ბევრ ახალ, სასიკეთო იდეას ჩაეყრება საფუძველი. სახელმწიფოსთვის ზრუნვა ვეტერენებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ ჩვენი ქვეყნისთვის გაიღეს და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ჩემთვის ცნობილია, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ რაც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის. მინდა ყველა ვეტერანს გადავუხადო დიდი მადლობა, ვუსურვო მათ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. მინდა, რომ ისინი იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს", - აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა