მიხეილ სააკაშვილი - ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?“ - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია.

„ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს - უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია. უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია? ეს ისეთი საცოდავი სანახავია, რომ გული მისკდება“, - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, კიდევ ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ „თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები„ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ“.

იხილეთ ვიდეო: “ვერ მივიწყებს“ - სააკაშვილის პასუხი პუტინს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა