თემურ თორდინავა პარლამენტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების კუთხით კონსულტანტი იქნება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, პარლამენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების კუთხით კონსულტანტი იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემურ თორდინავამ განუცხადა, მან ამ მიზნით გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რის საფუძველზეც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს ეროვნული კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებს.

„პარლამენტში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ბაზაზე შექმნილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭო. მასში შედიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქციაა, კანონისა და კანონქვემდებარე აქტების, სტანდარტების ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის სისტემაში დანერგვა. ამ სტანდარტების დასანერგად დიდი შრომაა საჭირო. ერთის მხრივ მუნიციპალიტეტებისთვის კონსულტაციების გაწევა და მეორეს მხრივ – მონიტორინგი, კანონი და სტანდარტები თუ რამდენად სრულდება. აქედან გამომდინარე, კონსულტანტის ფუნქციაა დაეხმაროს პარლამენტის აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონისა და კანონქვემდებარე აქტების, სტანდარტების აღსრულების პროცესში“, – განაცხადა თორდინავამ.

თემურ თორდინავამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი 20 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი სააგენტოს 3 წელი და 3 თვე ხელმძღვანელობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა