ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დიდუბის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დიდუბის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება წერეთლის გამზირი №57, №59, №61, №63-1, № 63-2, №63/65-1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა