მიხეილ სააკაშვილი - პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის

პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისი მისამართით რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული „საქმე“ და ჩემი დაპატიმრება - უკრაინის უშიშროების სამსახურის და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივი ოპერაციაა. მერწმუნეთ, მე საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომ მსგავსი განცხადებები უმიზეზოდ არ ვაკეთო, დღეს პუტინმა ეს პრაქტიკულად დაადასტურა.

პუტინს უკრაინაში არსებული „ჯიხური“ ყველაზე მეტად აწყობს და მას არ სურს რამის შეცვლა, მე კი მას ვძულვარ. პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია.

„ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს - უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია. უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია? ეს ისეთი საცოდავი სანახავია, რომ გული მისკდება“, - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, კიდევ ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ „თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები„ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა