ლიტერატურული კონკურსის, „წეროს“ დაჯილდოების ცერემონია ხვალ გაიმართება

მწერალთა სახლში, ლიტერატურული კონკურსის, „წეროს“ დაჯილდოების ცერემონია ხვალ გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „წერო 2017“, 8 ნოემბერს დაიწყო. 5–10 გვერდამდე ნაწარმოების გამოქვეყნება ელექტრონული წიგნების მაღაზია lit.ge–ის ვებ–გვერდზე, ნებისმიერ მსურველს, 29 ნოემბრამდე შეეძლო. სულ, გამოქვეყნდა 300 -მდე ნაწარმოები.

კონკურსის მეორე ეტაპზე, ჟიურის წევრების მიერ შერჩეული 18 ნაწარმოები განთავსდა ვებ–გვერდზე lit.ge და მკითხველს ორი კვირის განმავლობაში მათი შეფასების შესაძლებლობა ჰქონდა. შეფასებები დაფარული იყო სხვა მკითხველებისთვის.

დაჯილდოების ცერემონიალზე, მკითხველის შეფასებების საფუძველზე, გამოვლინდებიან კონკურსის I, II და III ადგილის მფლობელები. მათ შესაბამისად გადაეცემათ 4000 ლარი და კონკურსის სიმბოლო – ვერცხლის წერო, 2000 ლარი და 1000 ლარი. საკუთარ რჩეულებს დაასახელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მათ სიგელებს და პრიზებს გადასცემს სამინისტროს წარმომადგენელი. ტრადიციულად, დასახელდება ჟიურის რჩეული ნაწარმოებიც.

დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იქნება „წერო 2017“–ის ფინალში გასული მოთხრობების კრებული. კრებულის გადმოწერა შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახითაც ვებ–გვერდზე www.lit.ge.

სხვადასხვა დროს, „წეროს“ გამარჯვებულები არიან: 2006წ. - ვანო ჩხიკვაძე (პროზა);

2007წ. - ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია); 2007წ. - ბაჩო კვირტია (პროზა); 2008წ. - დიანა ანფიმიადი (პოეზია); 2008წ. - ირმა ტაველიძე (პროზა); 2010წ. - მარი ბექაური (პროზა); 2014წ. - ნათია როსტიაშვილი (პროზა); 2015წ. - ლია ლიქოკელი (პროზა); 2016წ. - მიშა ბახსოლიანი (პროზა).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა