გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1722 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მლაშე და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 15:00 საათამდე 1606 აბონენტს თიანეთში ჭავჭავაძის, ცხრაკარას, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:30-დან 14:30 საათამდე 705 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 17:30 საათამდე 63 აბონენტს სოფელ დიღომში, 15:00-დან 15:30 საათამდე 17 აბონენტს ნატახტარში, ახალუბანსა და მისაქციელში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო