სემეკმა სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ სხდომაზე სს „ენერგო -პრო ჯორჯიას“ და ჰიდროელექტროსადგურ „ჟინვალჰესის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, შეთანხმების შესაბამისად, სს ”ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017-2020 წლების საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 278 405 491 ლარს, ხოლო ჰიდროელექტროსადგურ „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წლების საინვესტიციო მოცულობები - 16 317 066 ლარს.

მათი ცნობით, 18 დეკემბრის საჯარო სხდომაზე გაგრძელდება წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“, შპს „მცხეთის წყალის“ 2017-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე მსჯელობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა