სახალხო დამცველმა ლეილა მუსტაფაევას ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის შესწავლისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა მოითხოვა

სახალხო დამცველმა ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ლეილა მუსტაფაევასთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება და მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა არა საქმეში გამოკვეთილ სამართლებრივ საფუძველს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტს, რომლის არსებობაც წინამდებარე საქმეზე არ დადასტურდა. აღნიშნულმა გამოიწვია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამო დასაბუთება, რამაც არსებითად ხელყო ლეილა მუსტაფაევას კანონიერი ინტერესები.

რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აისახოს და დასაბუთდეს მართებული, რელევანტური სამართლებრივი საფუძველი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტი მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებსა და შემთხვევებში იქნას გამოყენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო