ეკა ბესელიას განცხადებით, მეორე მოსმენით პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე იმსჯელებს, რომლებიც რეკომენდირებულია ვენეციის კომისიის მიერ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მეორე მოსმენით პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე იმსჯელებს, რომლებიც რეკომენდირებულია ვენეციის კომისიის მიერ.

„კონსტიტუციის ცვლილებები მხარდაჭერილია პირველი მოსმენით. მეორე მოსმენით ვიმუშავებთ იმ მუხლებზე, რომლებიც ეხება, ბონუსების სისტემას, თავისუფალი მანდატების განაწილებას და ბარიერის დაწევას, ასევე მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც ეხება დაკონკრეტებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტს შორის ორმაგი ბოჭვის ახალ მექანიზმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვადაში იქნება შემოსაზღვრული, როდესაც პარლამენტის მიერ საარჩევნო წლის დადგომამდე 15 თვით ადრე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მის შედგომ, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების და გაუქმების უფლება შეეძლება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეზღუდვა იქნება იმ მხრივაც, რომ 15 თვემდე ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების უფლება არ ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეცოდინება, როგორი კანონმდებლობით უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

ყველა ცვლილება საერთო ჯამში ეხმიანება ვენეციის კომიისის ბოლო რეკომენდაციებს“, –განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს