თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პედიატრის, პროფესორ გივი ჟვანიას დაბადებიდან 90 წელი აღნიშნეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს ცნობილი ქართველი პედიატრის, პროფესორ გივი ჟვანიას დაბადებიდან 90 წელი აღნიშნეს. საიუბილეო საღამოს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, გივი ჟვანიას ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. საღამო ჯონი ჯანაშიას მიყავდა, რომელმაც საზოგადოებას გივი ჟვანიას ბიოგრაფიული დეტალები გაახსენა.

როგორც ჟურნალისტებს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განუცხადა, ქართული პედიატრიის განვითარების საქმეში გივი ჟვანიას ღვაწლი განუზომლად დიდია.

„პროფესორი გივი ჟვანია სრულიად ახალგაზრდა შემოვიდა ბავშვთა ქირურგიის სამყაროში, როგორც დიდი და კეთილი ზღაპრის გმირი. ამ სამყაროში მან თითქმის 50 წელი იცხოვრა. ამ ხნის განმავლობაში ბატონმა გივიმ ქვეყანაში ბავშვთა ქირურგიის დარგი განავითარა. იგი 18 წლის განმავლობაში იყო თსსუ–ს პედიატრიის ფაკულტეტის დეკანი და ბავშვთა ქირურგების თაობები აღზარდა. დატოვა დიდი სამეცნიერო შრომები. რაც ყველაზე მთავარია, ის ბავშვთა სამედიცინო სამსახურის ორგანიზატორი იყო, განსაკუთრებით ქირურგიაში. მისი ინიციატივითა, გავლენითა და ძალისხმევით ჩამოყალიბდა თსსუ–ს პედიატრიის აკადემიური კლინიკა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. ეს კლინიკა დღეს ერთ–ერთი ძლიერი ბავშვთა კლინიკაა და ცნობილია არა მარტო საქართველოში“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, თემურ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მისი მამის ღვაწლის გახსენებისთვის და დაფასებისთვის.

„მამა 18 წლის განმავლობაში პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი იყო და შესაბამისად პედიატრების თაობები მის ხელში გაიზარდნენ. ძალიან დიდი დამსახურება აქვს და პატივს სცემენ“, – განაცხადა ღვაწლმოსილი პედიატრის შვილმა თემურ ჟვანიამ.

თსსუ–ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორის, ლია ძიძიგურის თქმით კი, დიდია გივი ჟვანიას დამსახურება მათი კლინიკის ჩამოყალიბებაში.

„ბატონ გივისთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა. საოპერაციო მაგიდასთან მასთან ერთად 10 წელი ვმუშაობდი. ის იყო არჩვეულებრივი ბავშვთა ქირურგი. ამ კლინიკაში მე სულ ახალგაზრდა ანესთეზიოლოგი მივედი. ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ბავშვთა მე–6 საავადმყოფოში მან გააერთიანა ყველა ბავშვთა ზოგადი ქირურგები და ბავშვთა ზოგადი ქირურგიული ცენტრი შექმნა. ბატონმა გივიმ ბავშვთა ზოგადი ქირურგიის დიდი სკოლა დატოვა. ასევე, ის იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი. ყველა პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მას მოიხსენიებს, როგორც მამას. იგი იყო სტუდენტზე ორიენტირებული და ძალიან უყვარდათ“, – განაცხადა ლია ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა