სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - წელს, თხილის ექსპორტში კლება დაახლოებით 80 მლნ დოლარია, თუმცა ეს მხოლოდ აზიური ფაროსანასგან არ არის გამოწვეული

მიმდინარე წელს, თხილის ექსპორტში კლება დაახლოებით 80 მილიონი დოლარია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ISET- ში განაცხადა, სადაც პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების საჯარო შეფასება გაიმართა.

მისი თქმით, თხილის ექსპორტის გარდა, სხვა ყველა მიმართულებით ტენდენცია არის აბსოლუტურად ზრდადი.

„ცხრილებში ნათლად ჩანს, რომ ზოგადად მაჩვენებლები რაც არის - დადებითია. ტენდენცია არის აბსოლუტურად ზრდადი. არის ცალკეული პარამეტრები, რომელიც უკეთესის სურვილს ბადებს, ეს პარამეტრები ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური პარამეტრებია, რომელიც სამწუხაროდ, ძირითადად თხილის ექსპორტის შემცირებამ დააფორმირა. თხილთან დაკავშირებით იყო პრობლემები და ეს აისახა ციფრობრივ მაჩვენებლებში. მიმდინარე წელს, თხილის ექსპორტში კლება დაახლოებით 80 მილიონი დოლარია. ამან შეამცირა პარამეტრები, როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავების თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მიმართულებებს, ყველა მიმართულებით არის ზრდა. 2017 წლისთვის რაც განსაზღვრული იყო, ყველა პარამეტრი შესრულებულია, DCFTA-ის ფარგლებში ევროპასთან დაახლოების საკანონმდებლო ბაზას ვგულისხმობ. ყველა ნაკისრი ვალდებულება, რაც 2017 წლია ბიუჯეტით იყო განსაზღვრული, წარმატებით შესრულდა. არის მთელი რიგი მიმართულებები, რომელშიც ახალი პროექტები დაინერგა 2017 წელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისივე თქმით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემა მხოლოდ აზიური ფაროსანასგან არაა გამოწვეული.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ არის მიმართულება, რომელზეც 2017 წლის განმავლობაში დადებითი ტენდენციები არ აისახა. გარდა იმ პრობლემისა, რომელსაც საზოგადოება აზიურ ფაროსანას უკავშირებს, მაგრამ ეს მხოლოდ აზიური ფაროსანასგან არაა გამოწვეული. აქ ძირითადი პრობლემა არის, სამწუხაროდ, ის კლიმატური პირობები, რაც 2017 წლის გაზაფხულზე იყო, ასევე იმ აგროვადების და აგროღონისძიებების დაუცველობა, შეუსრულებლობა, რაც მოსახლეობის მიერ იყო გასაკეთებელი“, - განაცხადა ხანიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო