საქართველოში ირანის საელჩო - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ რუსეთში ირანის ელჩი „სამხრეთ ოსეთთან“ სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ირანის ელჩი „სამხრეთ ოსეთთან“ სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ განცხადებაში

მათივე ინფორმაციით, ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ხაზგასმით, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ამ ყალბი ინფორმაციის დაკავშირება რუსეთის ფედერაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, წარმოადგენს ჟურნალისტიკის პროფესიული ეთიკის აშკარა დარღვევას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს