თამარ ტალიაშვილი - ოპონენტების მიერ კულტურაზე გათვლილი თანხების მხოლოდ დანახარჯად წარმოჩენა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

ოპონენტების მიერ კულტურაზე გათვლილი თანხების მხოლოდ დანახარჯად წარმოჩენა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულება კულტურის საკითხებისადმი მიუღებელია კომისიისთვის, მიუღებელია დედაქალაქის ბიუჯეტის სულისკვეთებისთვის, რადგან კულტურაში ჩადებული თანხა არის ინვესტიცია, რომელიც ორმაგ ამონაგებს იძლევა, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას.

დეპუტატმა ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტი არის ფუნდამენტურად გააზრებული და შინაარსობრივ, გრძელვადიან ეფექტებზე გათვლილი.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის წარმოდგენილ ბიუჯეტში გათვალისწინებულია დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის შექმნის მუხლი. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო სამუშაო შეხვედრა გვქონდა ამ მიმართულებით გასული ორი წლის განმავლობაში ესტონეთის ყოფილ კულტურის მინისტრის რაგნერ სილის ჩართულობით, რომელიც იყო ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საქართველოს კულტურის სტრატეგია 2020-2025 შექმნისას.

თბილისის 7 სახელოვნებო სკოლასა და ასევე მუზეუმებში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებები არ იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურული. განხორციელდება ღრმა, შინაარსობრივი ცვლილებებიც - განახლდება სასწავლო მასალა და კურიკულუმები ხელოვნების სკოლებში,მუზეუმების გაერთიანების ფარგლებში მოხდება მუზეუმების რეექსპოზიცია, გაგრძელდება მუნიციპალური დაქვემდებარების დაწესებულებების მოდერნიზება.

ბიუჯეტში ასევე წარმოდგენილია პროგრამა შემოქმედებითი თბილისი. 2015 წელს ბიუჯეტში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით გაკეთდა ჩანაწერი კულტურული მეწარმეობის ფესტივალის დაფუძნების შესახებ, რაც გულისხმობდა სწორედ კრეატიული ინდუსტრიების ხელშეწყობას. ეს პროექტი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და დღეს უკვე ბიუჯეტში წარმოდგენილია პროგრამის სახით, რაც გულისხმობს თბილისის რეგიონის არა მხოლოდ კულტურულ, არამედ შემოქმედებით ცენტრად ქცევას. ეს არის მთელი ტრენდი და ნიშნავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ პროგრესისკენ.

დედაქალაქის ბიუჯეტში მოცემულია არსებული გამოწვევბის კომპლექსური ხედვა და ეს ეხება საჯარო განათლების ხელშეწყობასაც. ის პროგრამები, რომელიც მიჩნეული იყო წარმატებულად გრძელდება, ასევე უფრო მრაველფეროვანი გახდა მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობა, წარმატებული სტუდენტებისა თუ საერთაშორისო ფორუმების მხარდაჭერა.

რაც შეეხება სკოლამდელი განათლებას, ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ რეფორმებს, მომავალ წელს აშენდება ათი ახალი ბაგა-ბაღი და დასრულდება მიმდინარე ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი აღზრდის სისტემაში განსაკუთრებული აქცენტები მეთოდოლოგიაზე გაკეთდება,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო