თბილისის ნაწილს ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ 00:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“"ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, გამზმომარაგება შეუწყდება- სანზონაში ფეიქრების ქუჩა №8, №14, №14ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და ფეიქრების ქუჩაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს; ასევე, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, დიღომი-7, დიღომი-8, აგრალური უნივერსიტეტისა და საქარხნო დასალებას, ბელიაშვილის ქუჩა №40-ში მცხოვრებ მოსახლეობას, გრიგოლ ფერაძის, ჯორჯ ბალანჩინის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ნოდარ ბოხუას, გიორგი ტერევენკოს, ესმა ონიანის, ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

დიდ დიღომში, როსტევან მეფის, დავარის, ვეფხვისტყაოსნის, სტრაბონის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის, უსენის, ფატმანის, ტარიელის, ნიკო ბურის, რამაზის, ნესტან დარეჯანის, ბარონ დე ბაის, იაკობ რაინეგსის, კრისტიან სტივენსის, არქანჯელო ლამბერტის, მურადინ ფრიდონის, მაქს ტილკეს, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარედ არსებული ქუჩების მოსახლეობას, დიდი დიღმის III მიკრორაიონის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე სოფელ დიღომის, ამერიკელების დიპლომატიური დასახლებებს და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება შპს „დიდი დიღმი“-ს აბონენტებს.

გაზის მიწოდების აღდგება ხვალ, 15 დეკემბერს, 12:00 საათიდან ეტაპობრივად დღის ბოლომდე.

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებენ კომპანიაში.