კახა კალაძის განცხადებით, არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც თბილისში სოციალურად დაუცველი ადამიანები ჩამოჰყავთ და უკანონოდ მითვისებულ მიწებზე შენობებს აშენებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ადამიანები ჩამოჰყავთ და უკანონოდ მითვისებულ მიწებზე შენობებს აშენებენ. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ეს ჯგუფები ცდილობენ, რომ შემდეგ ეს უკანონო შენობები დააკანონონ.

”ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა და საკმაოდ დიდი ხანი არსებობს. ის განცხადება, რომელიც გავაკეთე, ბევრმა გაიგო, ბევრმა შეიძლება ვერ გაიგო. არსებობს სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც ეს ადამიანები რეგიონებიდან ჩამოჰყავს, მართლაც სოციალურად დაუცველები არიან, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მონიშნონ ან ააშენონ ერთსართულიანი შენობები, რომელსაც სახლსაც ვერ დავარქმევ იმისთვის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოხდეს მისი დაკანონება. ეს ადამიანები ფარად ჰყავთ, იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველია, თუმცა ამის უკან გარკვეული ჯგუფია. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მიუღებელია. არა აქვს მნიშვნელობა სიოციალურად დაუცველები არიან თუ არა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, გაგრძელდება იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც უკანონოდ არის აშენებული.

ეს საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, ახალია და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ შესაბამის სამსახურებს. სამართალდამცველებთანაც გვექნება კონსულტაციები. კანონდარღვევაა ის, რომ უკანონოდ აშენებ შენობას ნებართვის გარეშე, თანაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, სახელმწიფოს საკუთრებაზე. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა, ასეულობით",- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, არიან თუ არა ამ ჯგუფების უკან ცნობილი ბიზნესმენები, კალაძემ უპასუხა, რომ "არა, ეს უფრო დაბალ დონეზე ხდება".

მისივე განცხადებით, იმ შენობების მეპატრონეებს, რომელთა სახლების დემონტაჟის განკარგულება მერიამ რამდენიმე დღის წინ გასცა, მიეცათ გონივრული ვადები, რომ აღნიშნული შენობები დაშალონ. "თუ თვითონ არ იმოქმედებენ, აღსრულება იმოქმედებს", განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა გუშინ მერიის მთვარობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს.

”არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, განვითარება, ყველა კანონს უნდა დავემორჩილოთ. შესაბამისად, უკანონო მშენებლობების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული",- აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო