რუსთავის მერი UNDP-ის ოფისში საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, UNDP-ის ოფისში საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპს შეხვდა. შეხვედრას პროექტის ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში’’ დირექტორის მრჩეველი, რევაზ ბარბაქაძე, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მხარეებმა იმ პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც გაერო-ს განვითარების პროგრამა(UNDP) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში გეგმავენ. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდება სერვისების ინოვაციური ჰაბი და შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფიც. პროექტის მიზანი, ინოვაციური კომპონენტების გამოყენებით, რუსთავის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ხარისხისა და სერვისების გაცემის სისტემის გაუმჯობესებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა