გია ხუხაშვილი - დავით ნარმანია დიდი გაუგებრობა იყო, როგორც მერი, როგორც სემეკ-ის თანამშრომელი კი შეიძლება შესაფერისი იყოს, რადგან კვალიფიციური ეკონომისტია

შემიძლია ვივარაუდო, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გარკვეული შეთანხმება მოხდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრეზიდენტის მიერ სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილის განცხადებით, ის ამ შეთანხმებაში პოზიტიურ ფაქტორებს უფრო ხედავს ვიდრე ნეგატიურს. რაც შეეხება ნარმანიას კანდიდატურას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის ამ თანამდებობაზე უფრო შესაფერისია, ვიდრე მერად, რადგან, მისი თქმით, ნარმანია კვალიფიციური ეკონომისტია.

”შემიძლია ვივარაუდო, რომ ნარმანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გარკვეული შეთანხმება მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ პროცედურა ორივე მხარის მონაწილეობას გულისხმობს და გარკვეული კომპრომისი იქნა კვოტების გადანაწილებით მიღწეული. პოლიტიკში ასეთი რაღაცეები ხდება, შესაძლოა ყურს და თვალს სჭრიდეს, მაგრამ ასეთია პოლიტიკა.

სასურველი იყო, ინსტიტუტებს შორის ამ ტიპის თანამშრომლობა, სხვა საკითხებზეც ყოფილიყო და ეს ოთხი წელი წყალში არ გადაეყარათ. მე ასეთი ტიპის შეთანხმებას უფრო პოზიტიურად შევხედავდი, ვიდრე ნეგატიურად, რომ არ იყოს ის რამდენიმე წელი, რომელიც უაზრო კინკლაობაში დაიკარგა.

რაც შეეხება ნარმანიას კანდიტატურას, ის იყო დიდი გაუგებრობა, როგორც მერი, ხოლო, როგორც სემეკ-ის თანამშრომელი, ის შეიძლება შესაფერისი იყოს, რადგან საკმაოდ კვალიფიციური ეკონომისტია”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა