ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეფასებას ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალ აშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს.

„ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ, თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა - მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში “, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული 9 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით ბათუმის მერიამ იმავე დღეს დააკმაყოფილა. ბათუმის მერია გეგმავს ასევე აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა