თბილისში ძაღლების გამოფენა გაიმართება

საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, 16 დეკემბერს, საქართველოს ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MyVet.ge-სა და თბილისი მოლის მხარდაჭერით, ძაღლის წლისადმი მიძღვნილი ძაღლების გამოფენა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციიდან აცნობეს, მიწვეულებს შორის იქნებიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარი ექიმები და ასტროლოგები.

ძაღლის წლისადმი მიძღვნის გამოფენაზე იქნება: 20-ზე მეტი სახეობის ჯიშის ძაღლი, პერფორმანსები, გასართობი აქტივობები, მოწვეული ანიმატორები დამთვალიერებლებს გაახსენებენ ძაღლებს ცნობილი ფილმებიდან და მულტფილმებიდან. ამავდროულად, ეს დღე შეიძენს საზოგადოებრივი აქციის დატვირთვას, ვინაიდან, ვეტერინარი პროფესიონალები და ასტროლოგები ისაუბრებენ ოჯახში ძაღლის მნიშვნელობაზე, მის დადებით თვისებებზე, მოვლისა და ზრუნვის წესებზე. დამთვალიერებლები მიიღებენ უფასო კონსულტაციებსა და რჩევენს პროფესიონალი ვეტერინარებისგან. ასევე, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები გააცნობენ, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ცხოველების მფლობელებს. გამოფენა დაგეგმილია16 დეკემბერს 14:00-დან 18:00 საათამდე.

ღონისძიება „თბილისი მოლში“ მეორე სართულის ატრიუმში გაიმართება.

ორგანიზატოების განცხადებით, ეს პროექტი ემსახურება „საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ“. ვეტერინარული ასოციაციის მიზანია, საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ძაღლის ყოლის, მოვლა-პატრონობის კულტურის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რატა ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში. InterPressNews.Ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა