ელენე ხოშტარია - რაც მოვისმინე განცხადება, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა მთავრობის თხოვნით წარადგინა, იყო აბსოლუტურად გაუგებარი

მე რაც მოვისმინე განცხადება, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა მთავრობის თხოვნით წარადგინა, იყო აბსოლუტურად გაუგებარი”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის მიერ სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის კომენტირებისას განუცხადა.

ხოშტარიას განცხადებით, ნარმანიას სემეკ-ის წევრობის კანდიდატად წარდგენა კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომ მმართველი პარტია გადაწყვეტილებას არა ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ პარტიული შეხედულებებით იღებს. ხოშტარიას თქმით, მსგავსი მიდგომა საგანგაშოა.

”ყველაზე საგანგაშო ის გამოვლინებაა, თუ როგორ უყურებს ”ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსტიუტუტებს, იმ საპასუხისმგებლო პოსტებს, სადაც რეალურად პოლიტიკა უნდა გატარდეს, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ადამიანების მდგომარეობა უნდა გადაწყვიტონ. ისინი უყურებენ არა პროფესიული კუთხით, არამედ თავიანთი აქტივის, პოლიტიკურად სასურველი ადამიანების დასაქმების ადგილებად. ცხადია, ფიქრობდნენ სად დაესვათ ნარმანია და გადაწყვიტეს სემეკი”, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა