ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტლის I კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სადარბაზოების რემონტი დასრულდა - განახლდა 6 სადარბაზოს კედლები, ჭერი და იატაკი. საკრევბულოს პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 32 359 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, დამატებით 14 სხვადასხვა სახის პროექტისთვის 111 169 ლარია გამოყოფილი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის მიზნით, ვაკის რაიონში სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სულ, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, 334 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 2 650 741 ლარი დაიხარჯა.

ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა და ადგილობრივ მცხოვრებლებს კონკრეტული საკითხების ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო