თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ვიცე-პრემიერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ახლო მეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

”კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მაღალი დონე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონალურ პროექტებში თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა თურქ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამაგალითო მეგობრობა. მან ასევე გამოთქვა მზაობა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორი ქვეყანის ურთიერთქმედებას თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს