აფგან მუხთარლიმ დღევანდელ პროცესზე თბილისში მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა

გიორგი კვირიკაშვილს მოუწევს პასუხის გაცემა, - ამის შესახებ დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ„რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თბილისში მისი დაკავების დეტალები გაიხსენა.

„სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომელმა ძალით ჩამსვა მანქანაში, აეროპორტთან ახლოს ტრასაზე, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალები ამიხვიეს. შემდეგ მეორე მანქანაში გადავჯექით, 1 საათის შემდეგ კი მესამეში. მესამე მანქანაში გადაჯდომიდან 15 წუთის შემდეგ, მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. ისინი კრიმინალური პოლიციის ფორმებით იყვნენ და ქართულად მესაუბრებოდნენ. წინააღმდეგობა სპეციალურად არ გამიწევია, რადგან მივხვდი, რომ კრიმინალური პოლიციიდან იყვნენ, შემეშინდა ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ და წყნარად ვიჯექი მანქანაში“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლო პროცესი არის სპექტაკლი. ამასთან, მუხთარლი აცხადებს, რომ მომხდარზე გიორგი კვირიკაშვილს პასუხის გაცემა მოუწევს.

„ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ პროცესს, ეს სპექტაკლია. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არც ერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული”, - განაცხადა მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო