თბილისში საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ორგანიზებით, საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულთან კიმ ინ ჰვანთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა საქართველოსა და კორეას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე მრავალი მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისი განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა ხალხთაშორის ურთიერთობებზე და კულტურულ კავშირებზე. ამ კონტექსტში კმაყოფილებით აღინიშნა ორი კორეელი პროფესორის მიერ შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო