გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოს გივი მარგველაშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოს გივი მარგველაშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

”ბატონო გივი, გულითადად გილოცავთ 90 წლის იუბილეს. თქვენ საქართველოსა და ევროპის უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მოვლენათა ეპიცენტრებში მოგიწიათ ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა.

ამ მოვლენათა სიღრმემ და მნიშვნელობამ ასახვა ჰპოვა უზენაესი საკაცობრიო ფასეულობებით, ადამიანისადმი სიყვარულითა და თანაგრძნობით განმსჭვალულ თქვენ უაღრესად ორიგინალურ შემოქმედებაში, რომელმაც თამანედროვეობის გამორჩეულ მოაზროვნეთა შორის დაგიმკვიდრათ ადგილი.

მხნეობასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას გისურვებთ”, - აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა