”ისლამური სახელმწიფო” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება

”ისლამური სახელმწიფო” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება. ამის შესახებ ”როიტერსი” წერს.

”ისლამური სახელმწიფო” ტერორისტული თავდასხმებით სადღესასწაულო ღონისძიებებზე იმუქრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა, დასავლურ მედიაში აქცენტი კეთდება, რომ წელს აშშ და ევროპის მსხვილი ქალაქები, სადღესასწაულო ღონისძიებებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით ჩაატარებენ.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა