დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთება

დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს, 20:00 საათზე აინთება. საზიმო ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრება.

რაც შეეხება 31 დეკემბერს გასამართ გალა კონცერტებს, როგორც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა სოფიო ხუნწარიამ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ის თბილისში სამ ლოკაციაზე, გლდანში, ვარკეთილსა და ძველ თბილისში გაიმართება. კონცერტები 23:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია ასევე, რომ დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყობა, სადაც ღონისძიებები 24 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრამდე გასტანს.

დედაენის ბაღში იქნება ასევე საციგურაო მოედანი, რომელიც მსურველებს უფასოდ მოემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო