თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს დაამტკიცებს

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. თბილისის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს დეპუტატები დღეს, 16:00 საათზე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. განხილვას თბილისის მთავრობის წევრები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე უცნობია, თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრება თუ არა ბიუჯეტის პროექტის განხილვას.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია.

როგორც მერიაში აცხადებდნენ, 60 მილიონიდან ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ასევე, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდე დაიხარჯება, 100 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია სატრანსპორტო პროექტებისთვის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები 189 მლნ ლარით დაფინანსდება და სხვა.

როგორც დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ბიუჯეტი, რომელიც მათ მიერ არის წარდგენილი, ითვალისწინებს ყველა იმ პროექტსა და პროგრამას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს მათი მხრიდან ჟღერდებოდა.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები საკრებულოს ოპოზიციასაც გააჩნდა. ისინი მათ მიერ წარდგენილი პროგრამების ბიუჯეტში ასახვას ითხოვდნენ, თუმცა ეს არ განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო: "თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს დაამტკიცებს"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა