საქართველოში ირანის საელჩო - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ რუსეთში ირანის ელჩი „სამხრეთ ოსეთთან“ სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ირანის ელჩი „სამხრეთ ოსეთთან“ სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ხაზგასმით, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ამ ყალბი ინფორმაციის დაკავშირება რუსეთის ფედერაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, წარმოადგენს ჟურნალისტიკის პროფესიული ეთიკის აშკარა დარღვევას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა