ავღანეთში ”თალიბანის” თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო 20-ზე მეტი სამართალდამცველი დაიჭრა. ამის შესახებ მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, მედიასაშუალება Tolonews იუწყება.

ცნობილი გახდა, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამთავრობო ძალები ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდნენ.