საფრანგეთში მატარებელთან შეჯახების შედეგად სასკოლო ავტობუსი ორად გაიყო, დაიღუპნენ და დაშავდნენ ბავშვები

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის ბავშვები არიან.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი მოზარდის ცხედრის იდენტიფიკაცია და 10-ზე მეტი დაშავებული მოსწავლის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის ავტობუსი რელსებზე გადადიოდა. მატარებლის შეჯახების შედეგად, ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. გამოძიება ქუჩაში დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებულ კადრებს სწავლობს.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა პრემიერმა ედუარდო ფილიპემ.

„ვწუხვარ მომხდარის გამო და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. დიდი ტრაგედია მოხდა. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ ბავშვების გადასარჩენად. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო