ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში დღეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის საკითხებს. ამერიკელ კოლეგებთან ერთად შეჯამდება ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საჯარო დიპლომატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე შერონ ჰადსონ-დინი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე მარგო ელისი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს