ეროვნულ გალერეაში გივი თოიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, დღეს, გივი თოიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.

„გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში. გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი, პორტრეტი, ჟანრული სურათები, მრავალფიგურიანი კომპოზიციები და მონუმენტური მხატვრობა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ინტენსიური კოლორიტითა და მაჟორული გამით. ის იყენებს სხვადასხვა სამხატვრო ტექნიკას - ზეთი, ტემპერა, გუაში, აკრილი, პასტელი, ტუში, სანგინი და სხვა. მრავალმხრივი შემოქმედი გივი თოიძე თბილისისა და საქართველოს ისტორიის ერთგვარი მემატიანეცაა, რადგან მის ფერწერულ ტილოებსა თუ გრაფიკულ ნამუშევრებში ასახული მრავალი ხედი, სამწუხაროდ, დღეს უკვე აღარ არსებობს.

გივი თოიძე დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მას მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ფრესკისთვის „დღესასწაული ხევსურეთში“, დავით კაკაბაძის სახელობის პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინიჭებული აქვს კულტურის რაინდის წოდება“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია: „ტრეტიაკოვის გალერეაში“, „აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში“ (მოსკოვი, რუსეთი), „პიტერ ლუდვიგის გალერეაში“ (გერმანია), ასევე მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და სხვ.), ასევე ინახება არაერთ კერძო კოლექციაშიც.

გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. გამოფენა 16 იანვრამდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო