ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დიდუბის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დიდუბის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება წერეთლის გამზირი №57, №59, №61, №63-1, № 63-2, №63/65-1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს