სემეკ-ი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს

სემეკ-ი დღევანდელ სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, საჯარო სხდომაზე იმსჯელებენ ჰიდროელექტროსადგურების - „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებზე, ასევე, „ენერგოტრანსის“, „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის 2018-2020 წლების ტარიფებზე.

კომისიაში სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

სტრასბურგი და ხვალეო!..
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2019
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
შს მინისტრის პირველი მოადგილე - 20 ივნისს შეუძლებელი იყო რომელიმე პოლიტიკოსის იქიდან გამორიდება, მასა იყო აგრესიული და შეტევაზე გადადიოდა
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს