გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1722 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მლაშე და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 15:00 საათამდე 1606 აბონენტს თიანეთში ჭავჭავაძის, ცხრაკარას, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:30-დან 14:30 საათამდე 705 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 17:30 საათამდე 63 აბონენტს სოფელ დიღომში, 15:00-დან 15:30 საათამდე 17 აბონენტს ნატახტარში, ახალუბანსა და მისაქციელში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

სტრასბურგი და ხვალეო!..
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2019
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
შს მინისტრის პირველი მოადგილე - 20 ივნისს შეუძლებელი იყო რომელიმე პოლიტიკოსის იქიდან გამორიდება, მასა იყო აგრესიული და შეტევაზე გადადიოდა
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს