სარა სანდერსი - ტრამპმა პუტინს აშშ-ს ეკონომიკური მიღწევების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აშშ-ს ეკონომიკური მიღწევების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ტრამპის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს ყოველწლიური პრესკონფერენციის ფარგლებში ამერიკის მყარი ეკონომიკური მაჩვენებლების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა“, - განაცხადა სანდერსმა.

გუშინ საღამოს ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ორმხრივი ურთიერთობები და კრიზისულ წერტილებში სიტუაცია განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კორეის ნახევარკუნძულს დაეთმო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს