დონალდ ტუსკი - იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების პოზიცია ურყევია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იერუსალიმის გარშემო შექმნილი სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, სოციალური, ეკონომიკური და თავდაცვითი საკითხები განიხილეს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციაზე ისაუბრა.

„ევროკავშირის ლიდერები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე დარეგულირებას და ხაზგასმით აღნიშნავენ იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის პოზიციის ურყეობას“, - წერს ტუსკი.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს, პალესტინელები კი ცდილობენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი საკუთარი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აქციონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს