საახალწლო ფასდაკლებები ზუმერში

ზუმერის ქსელში საახალწლო შეთავაზებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 15-16-17 დეკემბერს ზუმერის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, სმარტფონის შეძენისას მიიღოს ფასდაკლებები, სხვადასხვა ტიპის საჩუქრები, ვაუჩერები ან მისთვის მოსახერხებელი განვადების პირობები. საახალწლო ფასდაკლების აქცია მოკლევადიანია, თუმცა საჩუქრებისა და ვაუჩერების აქცია ძალაშია 31 დეკემბრის ჩათვლით. დაინტერესებულ მომხმარებელს, აქციების სრულად დათვალიერება შეუძლია ზუმერის ვებ გვერდზე zoommer.ge. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, არსებულ სააქციო პროდუქტებს, პერმანენტულად ახალი შეთავაზებებიც დაემატება.

აქცია ვრცელდება ზუმერის ქსელში წარმოდგენილ სრულ ასორტიმენტზე.

ზუმერი 8 წელია ოპერირებს ციფრული ტექნიკის ბაზარზე, ამ წლების განმალობაში ზუმერმა წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი საცალო გაყიდვებში და დღემდე მსოფლიო ბრენდების პროდუქციას მომხმარებელს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

ზუმერი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 15 ფილიალს, მომხმარებელს ზუმერის პროდუქციის შეძენა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში წარმოდგენილ შოურუმებში, ასევე ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით შეუძლია. ზუმერის შოურუმებში წარმოდგენილია მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ყველაზე ფართო ასორტიმენტი.

ზუმერი - საუკეთესო ადგილი ციფრული ტექნიკის შესაძენად!

(R)