სავაჭრო-სამრეწველო პალატა - ბრიუსელში აფხაზეთის ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის "წარმომადგენლობის" გახსნა არალეგიტიმურია

აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ბრიუსელში „წარმომადგენლობის“ გახსნის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბრიუსელში წარმომადგენლობის გახსნა არალეგიტიმურია.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ოფიციალური ბრიუსელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, არაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის მხრიდან ბრიუსელში წარმომადგენლობის გახსნა არალეგიტიმურია და არ შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური სახე.

მსგავსი ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა უკვე გაავრცელეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიმართებაში. განცხადებაში ასახული ფაქტები არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპალატასა და ბელგიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან. მათთან კომუნიკაციით ვამოწმებთ არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და თანამშრომლობის ფარგლებში განვაგრძობთ მსგავსი ფაქტების პრევენციაზე მუშაობას. ასევე მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, კიდევ ერთხელ მოუწოდონ წევრ კომპანიებს სიფრთხილისკენ, რათა არ მოხდეს მსგავსი არალეგიტიმური ქმედებების ხელშეწყობა“, - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო