ანგელა მერკელი - ევროკავშირის ქვეყნები საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე ერთიანობას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

„ამ საკითხთან მიმართებაში არსებული პოზიციები არ შეცვლილა“, - განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე დგას „ნათელი ამოცანა“ – 2018 წლის ივნისამდე გააგრძელონ მუშაობა ამ პრობლემის მოგვარებაზე.

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია ვერ თანხმდება რიგ საკითხებზე, რომლებიც მიგრანტთა პრობლემებს ეხება. ყველაზე დიდ დავას იწვევს ის საკითხი, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დახმარება ახალი საიმიგრაციო კრიზისის შემთხვევაში ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტთა ძირითად მასას მიიღებენ.

ევროკომისია და ზოგიერთი ქვეყანა მხარს უჭერს გადანაწილების ისეთ ვარიანტს, რომელიც მიგრანტთა მიღების აუცილებლობას ითვალისწინებს. პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი კი ამ საკითხში დაძალების ნებისმიერ ფორმას ეწინააღმდეგებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა