თბილისში ძაღლების გამოფენა გაიმართება

საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, 16 დეკემბერს, საქართველოს ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MyVet.ge-სა და თბილისი მოლის მხარდაჭერით, ძაღლის წლისადმი მიძღვნილი ძაღლების გამოფენა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციიდან აცნობეს, მიწვეულებს შორის იქნებიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარი ექიმები და ასტროლოგები.

ძაღლის წლისადმი მიძღვნის გამოფენაზე იქნება: 20-ზე მეტი სახეობის ჯიშის ძაღლი, პერფორმანსები, გასართობი აქტივობები, მოწვეული ანიმატორები დამთვალიერებლებს გაახსენებენ ძაღლებს ცნობილი ფილმებიდან და მულტფილმებიდან. ამავდროულად, ეს დღე შეიძენს საზოგადოებრივი აქციის დატვირთვას, ვინაიდან, ვეტერინარი პროფესიონალები და ასტროლოგები ისაუბრებენ ოჯახში ძაღლის მნიშვნელობაზე, მის დადებით თვისებებზე, მოვლისა და ზრუნვის წესებზე. დამთვალიერებლები მიიღებენ უფასო კონსულტაციებსა და რჩევენს პროფესიონალი ვეტერინარებისგან. ასევე, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები გააცნობენ, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ცხოველების მფლობელებს. გამოფენა დაგეგმილია16 დეკემბერს 14:00-დან 18:00 საათამდე.

ღონისძიება „თბილისი მოლში“ მეორე სართულის ატრიუმში გაიმართება.

ორგანიზატოების განცხადებით, ეს პროექტი ემსახურება „საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ“. ვეტერინარული ასოციაციის მიზანია, საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ძაღლის ყოლის, მოვლა-პატრონობის კულტურის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რათა ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს