მიხეილ გიორგაძე გია გაჩეჩილაძის ბრალდებებზე - ჩემთვის მიუღებელია ჩვენი გუნდის მიმართ ბრალდებები და მითუმეტეს, შეურაცხყოფა

ჩემთვის მიუღებელია ასეთი ბრალდებები ჩვენი გუნდის მიმართ და მითუმეტეს, შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღერდა, - ამის შესახებ  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებსგიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.

"პირადად მე, ჩვენს გუნდში გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას. ვფიქრობ, იმაზე მეტის თქმა, რაც პრემიერმა ბრძანა ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ შეუძლებელია. პირადად ჩემთვის ასევე მიუღებელია ასეთი ბრალდებები ჩვენი გუნდის მიმართ და მითუმეტეს შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ეთერში. თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერ მოქალაქეს სრული უფლება და საშუალება აქვს, მიმართოს შესაბამის უწყებებს გარკვეული კითხვების ქონის შემთხვევაში და ამ უწყებებმა შესაბამისი დასკვნები უნდა დადონ",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

როგორც ცნობილია, გიორგი გაჩეჩილაძე ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.

"მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სიტროენის“ სარჩელზე სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა